გასულ კვირას მედია საშუალებებით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შედეგად საბაგირო გზა არგო რამდენიმე საათის მანძილზე გაჩერებული იყო, მგზავრები კი გონდოლაში ისხდნენ.

გვინდა გაცნობოთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტისას ავტომატურად ირთვება სათადარიგო გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს საბაგირო გზა არგოს უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას და მგზავრების უსაფრთხო გადაადგულებას. შესაბამისად, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

საბაგირო გზა არგოთი მგზავრობისას შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მსგავსი უსიამოვნება არასოდეს შეგემთხვევათ.