ენა და დამწერლობა კომუნიკაციის საშუალებასთან ერთად ქვეყნისა და მისი კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ქართული ანბანი საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა საქართველოსთან ერთად და მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობით ენას შორის ერთ-ერთ უძველესს წარმოადგენს - რიგი წყაროები მის შექმნას ძვ.წ III საუკუნეს უკავშირებენ, არქეოლოგიური მასალების თანახმად კი დღევანდელ დრომდე ათვლის წერტილად შეგვიძლია ახ. წ IV-V საუკუნეები ავიღოთ.

ქართული დამწერლობა სისტემური ევოლუციით შექმნილი აბანის სამ სახეობას აერთიანებს, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობენ თანამედროვე რეალობაში: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, რომელთაგან თითოეულ სახეს თავისი უნიკალური გრაფიკული სტილი აქვს. თანამედროვე ქართული ანბანი მხედრულ დამწერლობას იყენებს და 33 ასოსაგან შედგება.

2016 წელს ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა UNESCO-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული.

საბაგირო გზა არგო ბათუმში მარტივ გამოსავალს სთავაზობს მათ, ვისაც აქვს სურვილი ქართული ანბანის კულტურას ეზიაროს - ზღვის დონიდან 252 მეტრზე, ბათუმის, ზღვისა და მთების ფონზე „არგოს“ სტუმრებს ინტერაქციული ფოტო სტენდი ელით, სადაც ქართული ანბანის ასოები თავიანთი ლათინური ეკვივალენტითაა განთავსებული და თითოეულ სტუმარს შეუძლია სასურველი სიტყვის ქართული ასოებით აწყობა და სამახსოვრო ფოტოს გადაღება.

გაიცანით საქართველო და ქართული ანბანი საბაგირო გზა არგოზე, ზვის დონიდან 252 მეტრზე.