საბაგირო გზა არგო შესანშნავ შესაძლებლობას გთავაზობთ ზღვის დონიდან 252 მეტრზე, სიმწვანეში ჩაფლული აჭარის მთების, შავი ზღვისა და ბათუმის ურბანული ხედების ფონზე ეზიაროთ ქართულ კულტურას.

მთელი ზაფხულის მანძილზე, საღამოს 8 საათიდან შეგიძლიათ ფოლკლორული საღამოებით ისიამოვნოთ - იუნესკოს მიერ აღიარებული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები, საბრძოლო ხელოვნება და ცეკვის მასტერ-კლასები დაუვიწყარ სანახაობასთან ერთად ქართული სულისა და ხასიათის ერთ-ერთ საუკეთესო გამოვლინებას წარმოადგენს. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი ყოველ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას ფორტეპიანოს ჰანგებით ტკბობა დღის 12 საათიდან 14:30 საათამდე შეგიძლიათ.

ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია ღვინოც, რომელიც იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული - საბაგირო გზა არგოზე ყოველდღიურად, სულ რაღაც 15 ლარად შეგიძლიათ მსოფლიოში არსებული მეღვინეობის უძველესი ტრადიციების მიხედვით დამზადებული ღვინის დაგემოვნება (წინანდალი მარნის თეთრი მშრალი; საფერავი მარნის წითელი, მშრალი; თეთრი ასკანელის ნახევრად ტკბილი; ქინძმარაული ასკანელის, წითელი ნახევრად ტკბილი). ღვინოსთან ერთად „არგოს“ რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობათ შეგიძლიათ.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ასევე აღიარებულია ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა. მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური გრაფიკული სტილის მქონე ანბანის კულტურასთან ზიარებას „არგოზე“ განთავსებულ ინტერაქტიულ ფოტო სტენდზე შეძლებთ - ააწყვეთ სასურველი ქართული სიტყვნა ლათინური ექვივალენტით განთავსებული ქართული ასოებით და შემოინახეთ სამახსოვრო ფოტო ჩვენი სტენდიდან.

სასიამოვნო მოგონებების გახანგრძლივებაში საბაგირო გზა არგოს სუვენირებიც დაგეხმარებათ - ქვევრის ფორმის სუვენირზე შეგიძლიათ სასურველი წარწერა დაიტანოთ ქართულ ენაზე.