საქართველოში მოგზაურობა ყველაზე მარტივი საშუალებაა იმის გასაგებად თუ საიდან მოდის ლათინური ანდაზა "ჭეშმარიტება ღვინოშია" - 2017 წელს მსოფლიომ ოფიციალურად აღიარა საქართველო, როგორც უძველესი ღვინის კერა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ქართული ყოფისა და კულტურის წარმოდგენა ამ სასმელის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

საქართველოში ღვინის დამზადების 8000 წლიანი ტრადიცია არსებობს, მსოფლიოში ცნობილ ყურძნის 4000 სახეობას შორის კი 500-ს ქართული ფესვები აქვს. თუ ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ ქართული ღვინის დეგუსტაცია გადაწყვიტოთ, 2013 წელს UNESCO-მ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, როგორც იშვიათი მაგალითი უძველესი ტრადიციისა, რომელმაც ათასწლეულების მანძილზე მოახერხა პირვანდელი სახისა და ფართო გამოყენების შენარჩუნება.

საბაგირო გზა "არგო", ბათუმში, ზღვის დონიდან 252 მეტრზე, იდეალური ადგილია ქართული ღვინის დეგუსტაციისა და ამ უძველესი კულტურის გასაცნობად. ბათუმის საუკეთესო ხედების, ზღვისა და აჭარის მთების საოცარი პეიზაჟების ფონზე ღვინის დაგემოვნებასთან ერთად საბაგირო გზა "არგოზე" შეძლებთ გაეცნოთ იუნესკოს მიერ აღიარებული ქვევრის მეთოდით ღვინის დამზადების ტრადიციებსა და ისტორიას.

ქართული ღვინის შესახებ მოგონებების გახანგრძლივებაში საბაგირო გზა "არგოს" სუვენირებისა და ღვინის მაღაზიებიც დაგეხმარებათ - ადგილზე შესაძლებელია შეიძინოთ ღვინო და ქვევრის ფორმის სუვენირები სასურველი წაწერით ქართულ ენაზე.

გაიცანით საქართველო და ქართული ღვინო უფრო ახლოს საბაგირო გზა "არგოზე".