ჩვენი მეხსიერება სამუდამოდ ინახავს საუკეთესო მომენტებს - თუმცა, დაუვიწყარი წამების სურათზე აღბეჭდვა და პირველი ემოციების შენარჩუნება ყოველთვის სასიამოვნოა.

თუ შთაბეჭდილებებს სურათების სახით აგროვებთ, საბაგირო გზა არგო იდეალური ადგილია იმისათვის, რომ პირადი ალბომი და სოციალური ქსელები ახალი კადრებით გაამდიდროთ.

დღის ნებისმიერ მონაკვეთში ზღვის დონიდან 252 მეტრზე საოცარი ხედები იშლება. დღის საათებში მცხუნვარე მზის ქვეშ მთელ ქალაქს მარტივად გაიცნობთ - ბათუმის ურბანული ხედები სანაპიროსა და შავ ზღვას უერთება სიმწვანეში ჩაფლული აჭარის მთების ფონზე.

ზღვის ლურჯი სივრცე და ჩამავალი მზე იდეალური შეთანხმებაა წარმატებული სურათისთვის - განსაკუთრებით თუ მზის ჩასვლას ზღვის დონიდან 252 მეტრზე ადევნებთ თვალს.

თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა ელით მათ, ვინც საბაგირო გზა არგოზე მზის ჩასვლის შემდეგ მოხვდება - ათასობით ნათურის სინათლეში ჩაფლული ღამის ბათუმის კადრები წლების შემდეგაც არ დაკარგავენ პირველ ემოციას.

ეწვიეთ საბაგირო გზა არგოს და გადაიღეთ სურათები ქალაქის, ზღვისა და მთების ულამაზესი ხედების ფონზე.