ახალი ქვეყნის გაცნობისა და კარგი მოგზაურობის განუყოფელ ნაწილს მისი გასტრონომიული კულტურის შესწავლა წარმოადგენს, საქართველო კი ამ მხრივ თავის სტუმრებს იმედებს არასოდეს უცრუებს. ტრადიციული ქართული სამზარეულო საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და თავისი მრავალფეროვნების, ნატურალური პროდუქტებისა და მომზადების უძველესი ტრადიციების წყალობით ქართველების ერთ-ერთ მთავარ სიამაყესა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

ბათუმში, რესტორან „არგოში“ შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ ქართული სამზარეულო, რომლის განსაკუთრებული მრავალფეროვნებასაც განსხვავებული რეგიონული სამზარეულოები განაპირობებს. საქართველოს ყველა კუთხეს მრავალი თავისთვის დამახასიათებელი, უნიკალური კერძი გააჩნია, რომლებიც საერთო ჯამში ფართო არჩევანს ქმნიან და ნებისმიერი გურმანის გემოვნებას აკმაყოფილებენ - ხართ თქვენ ხორცის მოყვარული, რძის პროდუქტების თუ უგემრიელესი დესერტების, აქ ნამდვილად იპოვით იმას, რასაც ეძებთ.

ტრადიციული კერძების დაგემოვნება კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება ზღვის დონიდან 252 მეტრზე, სადაც შეგიძლიათ დაუვიწყარ გემოსა და ქართულ ღვინოსთან ერთად ისიამოვნოთ შავი ზღვის, ბათუმის მრავალფეროვანი არქიტექტურისა და სიმწვანეში ჩაფლული აჭარის მთების საოცარი ხედებით და უბრალოდ განიტვირთოთ მცხუნვარე მზის ქვეშ.

თუ მზად ხართ შთაბეჭდილებებით სავსე გასტრონომიული თავგადასავლებისთვის, რესტორანი „არგო“ მზადაა გაგაცნოთ ქართული სამზარეულო.