ტრადიციული ცეკვა და სიმღერა საუკეთესოდ გამოხატავს ერის ხასიათსა და ქვეყნის ისტორიას.

ქართული ტრადიციული ცეკვებიც, რომლებიც განსაკუთრებულ სანახაობრიობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა სწორედ საქართველოს მდიდარ კულტურასა და ისტორიულ წარსულს ასახავს.

საქართველოს თითოეულ კუთხეს თავისთვის დამახასიათებელი ცეკვა და ცეკვის აუცილებელი ატრიბუტი - ტრადიციული სამოსი გააჩნია ავთენტური ელემენტებით, რაც სანახაობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

ტრადიციულ ქართულ ცეკვებში ასახულია ის სული და ხასიათი, რომლებიც ქართველებისთვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი - ბრძოლა, თავისუფლება, მეგობრობა და სიყვარული ადგილობრივი ფოლკლორის ძირითადი სიუჟეტებია.

რთულია უყურო ქართულ ცეკვას და სურვილი არ გაგიჩნდეს ამ სამყაროს ნაწილი გახდე - თითოეული სანახაობა თავიდან გვიყვება ქვეყნისა და მისი მოსახლეობის განვითარების დაბრკოლებებით სავსე გზას და ამ ქვეყნის უბრალო მაცხოვრებლების ამბებს - როგორ იბრძოდნენ, როგორც უყვარდათ, როგორ ცხოვრობდნენ.

ამ სამყაროს ნაწილი მარტივად შეგიძლიათ გახდეთ ბათუმში, საბაგირო გზა არგოზე, სადაც ფოლკლორულ საღამოებთან ერთად, შეგიძლიათ ქართული ცეკვის მასტერ კლასებით ისიამოვნოთ. თუმცა, მასტერ კლასებზე მარტივი გამოსავალიც არსებობს - ჩვენი ინტერაქტიული ფოტო სტენდი, რომლის წყალობითაც ზღვის დონიდან 252 მეტრზე გადაღებულ სურათში სამუდამოდ ქართველ მოცეკვავდედ დარჩებით.

იგრძენი თავი ქართველ მოცეკვავედ საბაგირო გზა არგოზე.