ნებისმიერი მოგზაურობის დასრულებისას ყველაზე სასიამოვნო ის მოგონებებია, რომლებითაც დატვირთულები ვბრუნდებით შინ.

საბაგირო გზა არგო თავის სტუმრებს დაუვიწყარი მოგონებების გარანტიას ნამდვილად აძლევს. ზღვის დონიდან 252 მეტრზე საოცარი ხედები, მრავალფეროვანი სანახაობები და გემრიელი სამზარეულო გელით. თუმცა, მოგონებები რომ კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს შეგიძლიათ ქართული თემატიკის სუვენირები შეიძინოთ - მაგალითად, ქვევრის ფორმის სუვენირი სასურველი ქართული წარწერით.

ქვევრი თიხის ჭურჭელია, რომელიც საქართველოში ღვინის დასაყენებლად უძველესი დროიდან გამოიყენება. 2013 წელს UNESCO-მ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

ქართულ კულტურასთან ზიარება მარტივად შეგიძლიათ ქვევრის ფორმის სუვენირით, რომელსაც შეგიძლიათ ადგილზევე დაატანოთ სასურველი სიტყვა ქართულად.