საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს მისი მდიდარი კულტურა წარმოადგენს. ქართული ფოლკლორი, ტრადიციული ცეკვითა და მუსიკით, რომელიც საუკუნეებს ითვლის ადგილობრივი კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით.

ტრადიციული ცეკვასა და სიმღერას, რომლებშიც კარგადაა ასახული საქართველოს ისტორია, ძველი ყოფის დეტალები და ქართული სული შეგიძლიათ ყოველდღიურად გაეცნოთ საბაგირო გზა „არგოს“ ფოლკლორულ საღამოებზე - ეროვნული ელემენტებით გაჯერებული საოცარი სანახაობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზღვის დონიდან 250 მეტრზე, ქალაქის, ზღვისა და აჭარის მთების ულამაზესი ხედების ფონზე.

სანახაობის ერთ-ერთ მთავარ ხიბლს ეროვნული სამოსიც წარმოადგენს განსხვავბეული ორნამენტებითა და მოქარგულობით. განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას ქმნის ფაქტი, რომ საერთო ეროვნულ ჩაცმულობასთან ერთად საქართველოს ყოველ კუთხეს უნიკალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამოსიც გააჩნია.

ქართული ფოლკლორი

საბაგირო გზა „არგო“ ერთადერთი ადგილია ბათუმში, სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურად ისიამოვნოთ ქართული ფოლკლორით და სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოთ ეროვნული ცეკვის მასტერკლასში. ქართულ ხალხურ ცეკვას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და განსხვავებულ სიუჟეტებთან ერთად გაჯერებულია ბრძოლისა და უძველესი, რიტუალური ელემენტებით. ეროვნული ცეკვა და ქართული მრავალხმიანობა, რომელიც UNESCO-ს მიერ აღიარებულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საქართველოს გასაცნობად და მოგზაურობის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს.

ბათუმში ფოლკლორული შოუს სანახავად გვეწვიეთ ყოველ საღამოს საბაგირო გზა „არგოზე“.